
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, სამხრეთაფრიკელ იურისტს, ნავანეთემ (ნავი) პილაის მშვიდობის დარგში ნობელის 2026 წლის პრემია გადაეცა.
როგორც „როიტერი“ წერს, ამჯერად სანქციები უფრო მკაცრია, ვიდრე მანამდე. ისინი, შესაძლოა, იმ კომპანიებსაც შეეხოს, რომლებიც თავად სასამართლოს ემსახურებიან. ადრე სანქციები მხოლოდ პროკურორებსა და მოსამართლეებს ეხებოდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, ვაშინგტონი სასამართლოსთან ტრანზაქციებს აკრძალავს, რათა მას რესურსები შეუმციროს და მის მუშაობას ხელი შეუშალოს.
„ან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეწყვეტს მუქარას, ან ჩვენ შევწყვეტთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს“, – განაცხადა რუბიომ.
„როიტერის“ ინფორმაციით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართ ვაშინგტონის უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზი ისრაელის წარმომადგენლების, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერები, ასევე აშშ-ის ჯარისკაცების მიმართ ავღანეთში ჩატარებული გამოძიება.
0
0
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
09/10/2026