
ნიკა გვარამია მიუხედავად იმისა, რომ პარტიული არ ყოფილა, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მოტორი იყო, მათ შორის იმ პირობებში როცა სააკაშვილი არ იყო აქ, - განაცხადა გიგი უგულავამ ტვ “პირველის” ეთერში.
კითხვაზე, რამდენად წაართმევენ ნიკა მელია და ნიკა გვარამია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩეველს, უგულავამ უპასუხა, რომ ის ამომრჩეველი, რომელიც ან ერთს, ან მეორეს მისცემს ხმას, მათი დიდი უმრავლესობა წინა არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი იყო.
„ მოდი გულწრფელები ვიყოთ, ნიკა გვარამია პარტიული არ ყოფილაარასდროს, მაგრამ ყოველთვის იყო „ნაცმოძრაობის“ მთავარი მოტორი, მაშინაც კი, როცა სააკაშვილი არ იყო აქ. ნიკა მელია ბოლო 5 წელი თავმჯდომარე იყო და თან პოლიტიკური პროცესის შედეგად არჩეული. წინა არჩევნებზე წარმატებული კანდიდატი რომ წავა შენგან, ეს პარტიის პრობლემაა. გამოწვევები სხვადასხვაა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს პრობლემაა, მაგრამ 2 კვირის დიაპაზონში ორი ახალი პარტია რომ გაიხსნება, ორი ნიკასი, ორი ანზორის ძე და ორივე მეგრული გვარით, მარინე გიორგის ასული ფერაძესავით გამოვა. ისინიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მათ ექნებათ უფრო მეტად პრობლემა, რადგან „ნაცმოძრაობა“ არის დიდი პარტია და მას აქვს რეგენერირების უნარი“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
0
0