
„საინტერესოა, როგორი იქნება ამ ტურნირის სოციალური ფასი,”- ასე მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ, დიმირტი ხუნდაძემ საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთ ავტორს შოთა ბერეკაშვილს „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის გამხილვისას.
დეპუტატის თქმით, საკანმდებლო ჩარჩოში აუცილებად უნდა მოექცეს და გაკონტროლდეს ასეთი ტიპის შეჯიბრებების გამართვის ადგილი.
„რატომ ვიღებთ ამ კანონს ასე დაჩქარებულად? თუ ამის აუცილებლობა არსებობდა, განხილვა ცოტა ადრე უნდა დაგვეწყო. თუ ასე არ არის, მაშინ ამ გადაწყვეტილებისთვის საჭიროა მონაცემების გადამოწმება, გაანალიზება და არა მხოლოდ იმის მოლოდინი, რომ ტურნირი ქვეყნისთვის გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს. საინტერესოა, როგორი იქნება ამ ტურნირის სოციალური ფასიც.
რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ორი კითხვა მაქვს:
კანონით განისაზღვრება ტურნირში მონაწილეთა რაოდენობა. კერძოდ, წერია, რომ შეჯიბრში მონაწილეთა პროცენტული თანაფარდობა არის 30/70-ზე - ანუ 30 პროცენტი საქართველოს, ხოლო 70 პროცენტი უცხოეთის მოქალაქეა. როგორ ხდება ამ ბალანსის დაცვა და გაანგარიშება? ხომ შეიძლება იყოს, მაგალითად, 3 უცხოელი და 1 ქართველი?
რაც შეეხება მეორე კითხვას: კანონპროექტში ცოტა ბუნდოვანია ის მუხლი, რომელიც სათამაშო ტურნირების ჩატარების ადგილს განსაზღვრავს.
კერძოდ, წერია, რომ შეჯიბრის გამართვა შეიძლება სამორინეში კაზინოში და კიდევ „სხვა ადგილას“. რა იგულისხმება ამ სხვა ადგილში - ქუჩა, კონკრეტული თავშეყრის ადგილი თუ რა?“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძის საპასუხოდ, შოთა ბერეკაშვიმა აღნიშნა, რომ
ტურნირის ჩატარების ლოკაციის განსაზღვრისთვის, ორგანიზატორი მიმართავს ნებართვის გამცემ ორგანოს და საუბარია მაღალი კლასის სასტუმროებზე. მისი განმარტებით, აღნიშნული ღონისძიება საკმაოდ მაღალშემოსავლიანია ქვეყნისთვის და ევროპის ბევრ ქვეყანაშია დაშვებული ამ ტიპის ღონისძიებები.
“რაც შეეხება ტურნირს ჩატარების ლოკაციას, ორგანიზატორი ამ შემთხვევაში მიმართავს ნებართვის გამცემ ორგანოს და იქ განისაზღვრება, სად ჩატარდება ტურნირი. აქ საუბარია მაღალი კლასის სასტუმროებზე. ეს საკმაოდ ძვირადღირებული ღონისძიებაა. ტურნირის მონაწილეებიც იმავე მაღალი კლასის სასტუმროში რჩებიან და ეს საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ღონისძიებაა,”- განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
0
0