
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს დაზარალებული მაკო რატიანის ისტორიას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი მონათხრობი იმ მძიმე ტანჯვას წარმოაჩენს, რომლის გადატანაც მას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოუხდა.
მისი შეფასებით, ისინი, ვინც დღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პოლიტიკური განშტოებების აკრძალვის საკითხს აკრიტიკებენ, ამით საკუთარ პოზიციასაც წარმოაჩენენ და ამ საკითხზე მათი განცხადებები ყოფილი მმართველი პარტიის პოზიციებთან სიახლოვეს აჩვენებს.
„შეუძლებელია ემოციების და ამავე დროს რისხვის გარეშე მოისმინო ამ ადამიანის, თუნდაც ამ მოკლე ვიდეო ნაწყვეტში ჩატეული ამბავი.
ნაცმოძრაობის რეჟიმმა ის არ მოკლა, მაგრამ ხანგრძლივი ტანჯვისთვის გაწირა. მოუსმინეთ!
და ვისაც დღეს ენა უბრუნდება, ეს როგორ შეიძლება ამ პარტიის და მისი ნასხლეტების აკრძალვა და თან "დამოუკიდებელი" ექსპერტების თუ ენჯეო ლიდერების ტრიბუნიდან საუბრობდნენ, სინამდვილეში იმას ადასტურებენ, რომ თითქმის არაფრით განსხვავდებიან მათგან.“ - წერს ანჯაფარიძე.
0
0