12 წლის გოგოს ბიძა, რომელმაც მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებული დაჭრა, ბრალდებას აღიარებს.
ადვოკატის თქმით, დაჭრის ფაქტი მას შემდეგ მოხდა, რაც კაცმა გაიგო, რომ 12 წლის მოზარდი მამიდის ქმარმა გააუპატიურა.
ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი ამორალური ქმედებაში შემჩნეული იყო.
„ნათესავებმა და ოჯახის წევრებმა კაცს უთხრეს, რომ ბრალდებულმა სექსუალურად იძალადა მის მოზარდ ძმისშვილზე. ბავშვები ობლები არიან. აღელვებული წავიდა აფექტის მდგომარეობაში ამ ადამიანის სანახავად. ნახა და ამ დროს მოხდა ეს დანაშაული.
ვფიქრობთ, ეს არ იყო პირველი ფაქტი, ეს ადამიანი ამორალური ქმედებაში არის შემჩნეული. სავარაუდოდ კიდევ არის ფაქტები, ვიღაცებმა ისაუბრეს და აქამდე მალავდნენ. მან დაიცვა თავისი ოჯახი, ობოლი ძმისშვილი და აფექტის მდგომარეობაში მოხდა ეს ყველაფერი“, - აცხადებს დაკავებული გოგონას ბიძის ადვოკატი თორნიკე ჩიქოვანი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანის გაუპატიურების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზარალებული 12 წლის მოზარდის ოჯახი სიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს.
დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა.
მომხდარზე გამოძიება 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების და 137-ე - გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს.
"არასრულწლოვანი იმყოფება უსაფრთხო გარემოში" - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო კახეთში მომხდარ ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, გოგონამ, ძალადობის შემდეგ, პირველი დედას დაურეკა და დახმარება ითხოვა…
0
0
აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
22/08/2025