კახეთში არასრულწლოვნის გაუპატიურების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
გავრცელებული ცნობით, გოგონაზე მამიდის ქმარმა იძალადა, რის შემდეგაც, შურისძიების მიზნით, გოგოს ნათესავებმა 45 წლის მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილი კაცი საგარეჯოს საავადმყოფოშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გოგონას ბიძა პოლიციამ დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე - გაუპატიურებისა და 117-ე - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს.
"ოჯახში შემოვიყვანეთ, ვუპატრონეთ, დავასაქმეთ. 3 კვირის წინ მისი ცოლი, ანუ ჩემი ქალიშვილი დაიღუპა და აქ ოჯახში სამძიმრის სუფრას ვშლიდით. მან კი ფერმაში ჩემი 12 წლის შვილიშვილი გააუპატიურა. გოგონა ჩემი გარდაცვლილი ვაჟის შვილია. ჩემმა მეორე ბიჭმა გაუპატიურების ამბავი, რომ გაიგო, ვერ მოითმინა, წავიდა და დაჭრა. ის პოლიციას თავად ჩაბარდა," - ამბობს გოგონას პაპა.
0
0