
როგორც Bloomberg-ი წერს, „დიდ ოცეულს“ (G20), რომელიც მოიცავს მსოფლიოს უმდიდრეს და ძლიერ ქვეყნებს, აფრიკის კავშირი შეუერთდება.
აფრიკის კავშირს - 55 წევრი სახელმწიფოსგან შემდგარ კონტინენტურ ორგანოს, ამ ნაბიჯით იგივე სტატუსი მიენიჭება, როგორც ევროკავშირს. აფრიკის კავშირი, რომელიც ერთადერთ მიწვეულ რეგიონალურ ბლოკს წარმოადგენს, ამჟამად მოიხსენიება, როგორც "მიწვეული საერთაშორისო ორგანიზაცია".
აფრიკის კავშირის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, მიწვეული ორგანიზაცია G20-ის მუდმივი წევრი ხდება. ოფიციალურმა პირმა ვინაობის დასახელება არ ისურვა, რადგან მას ამ თემაზე საუბრის კომპეტენცია არ ჰქონდა. თუმცა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ ჯერ კიდევ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ვინმემ რეზოლუციას ვეტო დაადოს.
როგორც „დიდ ოცეულის“ წევრი სამხრეთ აფრიკის მთავრობის მაღალჩინოსანმა განაცხადა, ბლოკში აფრიკის კავშირის წარდგენისთვის საჭირო საკომუნიკაციო ენა ჯერ კიდევ განიხილება.
როგორც ორმა ინდურმა წყარომ განაცხადა, აფრიკის კავშირის წევრობა მხოლოდ მომავალ წელს იყო მოსალოდნელი, როდესაც ბრაზილია ინდოეთისგან „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეობას გადაიბარებს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ივნისში „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ლიდერებს წერილობით მიმართა და შესთავაზა, რომ დელიში ჩასატარებელ სამიტზე აფრიკის კავშირისთვის ბლოკის სრულუფლებიანი, მუდმივი წევრის სტატუსი მიენიჭებინათ.
0
0