
რუსეთში მომხდარი სროლების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა უშისროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევმა.
მისი თქმით, „ტერორისტებს ესმით მხოლოდ საპასუხო ტერორი. არავითარი სასამართლო პროცესი და გამოძიება არ დაეხმარება, თუ ძალას ძალის გამოყენებით არ დაუპირისპირებ და მკვლელობას - ტერორისტების სიკვდილით დასჯას და მათი ოჯახების რეპრესიებს. მსოფლიო გამოცდილებაა.
თუ დადგინდა, რომ ესენი არიან კიევის რეჟიმის ტერორისტები, შეუძლებელია მათთან და მათ იდეოლოგიურ ინსპირატორებთან სხვაგვარად მოქცევა. ყველა მათგანი უნდა მოიძებნოს და უმოწყალოდ განადგურდეს, როგორც ტერორისტები. მათ შორის იმ სახელმწიფოს ოფიციალური პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ასეთი სისასტიკე.
სიკვდილი სიკვდილისთვის“ - წერს მედვედევი ტელეგრამ-არხზე.
მკვლელობის შემზარავი ახალი კადრები! - თავდასხმას 40 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში სროლის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 130-მდე გაიზარდა
მარია ზახაროვამ კრასნოგორსკში საკონცერტო დარბაზში მომხდარ თავდასხმას ტერაქტი უწოდა.
მოსკოვის Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში სროლა მოხდა, რასაც მოჰყვა აფეთქება.
ნახეთ საზარელი ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ კლავენ თავდამსხმელები მოქალაქეებს…
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მაისიდან
05/05/2026