
"სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვე, მე მასთან დებატებში არ შევალ" - ეს განცხადება "ნაცმოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ გააკეთა და აღნიშნა, რომ პუტინის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი შესაძლოა, შეცდომაში იყოს შეყვანილი.
ნიკა მელია ენმ-ის ახალ მენეჯმენტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ კეზერაშვილი-მერაბიშვილი ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას რეალურ სახეს უკარგავს.
სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვე, მე მასთან დებატებში რა უფლება მაქვს, რომ შევიდე. მაგრამ ჩემთვის სიმართლე არის უზენაესი. ჩემი პასუხი არის, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი არ არის პარტია. ჩემთვის სიმართლე არის ერთი, რას ნიშნავს, სააკაშვილი მეუბნება, არ შეიძლება, რომ დატყვევებული ადამიანი შეცდომაში იყოს შესული? მიხეილ სააკაშვილი თუ გარკვეულ მოსაზრებებს საჯაროს ხდის, ყველაფერზე უნდა დავეთანხმო? გავალ თუ არა პარტიიდან, ამ გადაწყვეტილებას მე მივიღებ. ვაპირებ, რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველაზე ძვირფასი გავიღო. მაქვს მორალური უფლება, რომ გადაწყვეტილება თავად მივიღო - განაცხადა მელიამ.
მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობას მიმართავს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს პარტიის ყველა იმ წევრს, ვისთვისაც ახალი მენეჯმენტი მიუღებელია, დატოვონ პარტია.
როგორც სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სჯობია, წავიდნენ პარტიის ასეთი წევრები, ვიდრე ენმ შიგნიდან დაასუსტონ.
0
0