
"ივანიშვილზე ერთი ისტორია მახსენდება.
არც პოლიტიკაში იყო.
სახეზეც კი არ ვიცოდი როგორია.
ერთმა (კარგმა და სანდო) ნაცნობმა, რომელიც მასთან მუშაობდა, მითხრა რომ ეგ მანიაკია, თანამშრომლებს ერთმანეთში აჩხუბებს და ერთობაო". - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"“კონკურენციას” ეძახისო.
დარწმუნებული ვარ, ახლაც ასე აჩხუბებს მთავრობას და პრეზიდენტს.
მიშაც ასე აჩხუბებდა, რომ თვითონ დაელაგებინა და ქურდად მჯდარიყო". - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:
"31 აგვისტოს, ქალაქ ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ვიზიტით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად."
მოგვიანებით კი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას უპასუხა, რომ სალომე ზურაბიშვილს უარი ეთქვა წლის ბოლომდე დაგეგმილ ყველა ოფიციალურ ვიზიტზე.
საქართველოს მთავრობის უარის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი ვიზიტის გაუქმებას არ გეგმავს.
0
0
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მამაკაცი მოკლეს
25/06/2025