
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთისთვის მორიგი დათმობის შესაძლებლობას განიხილავს - საუბარია სანქციების მოხსნაზე ქვეყნის მთავარ სახელმწიფო ინვესტიციების ფონდზე, რომელსაც ამერიკელი ოფიციალური პირები დიდი ხნის განმავლობაში საერთაშორისო გავლენის სფეროში კრემლის ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტად მიიჩნევდნენ, - წერს ამერიკული გამოცემა The New York Times-ი.
მოლაპარაკებებთან დაახლოებული პირების ცნობით, რუსი ოფიციალური პირები აღნიშნული ნაბიჯის გადადგმას უფრო ფართო დისკუსიების ფარგლებში ითხოვენ, რაც შეერთებულ შტატებში რუსული დიზელის საწვავის ტრანსპორტირებაში ამ ფონდის ჩართულობას ეხება.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ადმინისტრაცია ფონდის განაცხადს სანქციების მოხსნის შესახებ დადგენილი პროცედურების შესაბამისად აფასებს, რაც „აშშ-რუსეთის ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ომის დასრულების“ მცდელობის ნაწილია.
ოფიციალურმა პირმა, რომელმაც მოლაპარაკებების სენსიტიურობის გამო ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ფონდის ხელმძღვანელი, კირილ დმიტრიევი შეაქო და მას კონფლიქტის დასრულებაზე მიმდინარე დისკუსიებში ამერიკელი მომლაპარაკებლებისთვის „სასარგებლო ელჩი“ უწოდა.
0
0