
“ეს ორი თვე სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მეტად ეხება იმიტომ, რომ მის ხელშია რაღაც-რაღაცები, მას შეუძლია გადაწყვიტოს, არ გადაწყვეტს და წავა პოლიტიკურ მოუსავლეთში", ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე აცხადებს.
მისივე თქმით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელშია გარკვეული ბერკეტები და მან დროულად უნდა მიიღოს “სწორი გადაწყვეტილება”.
"ზოგიერთი მედიის წარმომადგენელს ვატყობ, რომ ყოფენ სააკაშვილის და გვარამიას საქმეს. ძალიან ბევრი ჟურნალისტი კიდევ აზრზე არაა რა ხდება და დაანებონ ამ სისულელეს თავი. სააკაშვილის და გვარამიას თემა არის ერთი და იგივე. არასამთავრობოებმა და მედიის წარმომადგენლებმა დაანებონ ამას თავი. ვთქვათ სალომემ შეიწყალა გვარამია და არ შეიწყალა სააკაშვილი - დავკმაყოფილდეთ ამით? დაგვანახოს ამ ქალმა რას აპირებს. ფიანდაზებს ვერ გავუგებ სალომე ზურაბიშვილს“, - აცხადებს სანიკიძე.
0
0
37 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან
09/04/2026