
დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ კვალიფიციური ადმინისტრირება არის სწორედ ის საფუძველი, რომელიც არჩევნების შეუფერხებლად და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს, - განაცხადა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გიორგი კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 1 136, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,06%-ს შეადგენს.
"არჩევნები მშვიდ, ორგანიზებულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდა - კონკურენტულ საარჩევნო გარემოში, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაეფიქსირებინა", - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, დღის განმავლობაში, საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრები წარდგენილი არაა. "საუბნოს დონეზე, მხოლოდ ერთი საჩივარია წარდგენილი, რომელიც ფოტო-ვიდეო გადაღების წესს უკავშირდება", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
0
0