ზურაბ ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა
15/11/2021
13:30
პოლიტიკა
A-
+A
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზურაბ ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილების მიღების საფუძველი თავად ზურაბ ჯაფარიძის მიმართვა გახდა.
საკითხზე კომიტეტმა დღეს იმსჯელა. კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ საკითხი ბიუროს სხდომას გადაეცემა, მოგვიანებით კი, დადგენილებას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს.
ზურაბ ჯაფარიძემ მანდატის დატოვების შესახებ თავად მიმართა საკანონმდებლო ორგანოს, მიზეზად კი 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლა დაასახელა. იმ შემთხვევაში, თუ მას უფლებამოსილება შეუწყდება, პარლამენტში მას ჰერმან საბო ჩაანაცვლებს, რომელიც „გირჩის“ სიაში შემდეგია, ვისაც პარლამენტში შესვლა უწევს.
0
0
440
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%