22/06/2023
13:11
პოლიტიკა
„სააკაშვილმა პრაქტიკულად თავისივე მომხრეებსაც ცივი წყალი გადაასხა, კვდება ადამიანიო და უცებ იხილეს, რომ ზეციდან მოფრინავს ამომავალი პოლიტიკოსი“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უნდა დაბრუნდეს.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ სააკაშვილი ტაკიმასხარაობას ისევ გააგრძელებს.
„ვივამედს“ აქვს ერთი გზა - ციხისკენ. თუ არ უნდა მკურნალობა, წავა ციხეში და იქიდან ციხიდან კი, არიან ადამიანები, ვინც ციხიდან პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდნენ. სააკაშვილმა პრაქტიკულად თავისივე მომხრეებსაც ცივი წყალი გადაასხა, დატოვა ასე პირდაღებული იმასთან დაკავშირებით, რომ კვდება ადამიანიო და უცებ, იხილეს, რომ ზეციდან მოფრინავს ამომავალი პოლიტიკოსი და გადამრჩენი საქართველოსი. შოკში არიან მისივე მომხრეებიც კი, არ იციან რა თქვან. საიქიოში მიდისო ამბობდნენ, ახლა პოლიტიკაში მოდისო, უნდა თქვან. ეს ტაკიმასხარაობა, რაც ჰქონდა აქამდე, იმავეს გააგრძელებს“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
0
0