
"კომიკური კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც მისი სტატუსი ფულის საჭრელ დაზგად აქცია, ალბათ რაღაც მაყუთს მოღუნავდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის საქართველოზე დასმულ პროვოკაციულ კითხვაში, რომელიც ფართო განსჯის თემა გახდა და რუბიოს პასუხის უამრავი გადმოქართულებული ვერსია ვიხილეთ", - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სახელმწიფო მდივნის განცხადების თანახმად, გამოდის, რომ აშშ-სთვის მნიშვნელობა არ კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის მიერ გაკეთებულ დემოკრატიულ არჩევანს.
"კომიკური კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელმაც მისი სტატუსი ფულის საჭრელ დაზგად აქცია, ალბათ რაღაც მაყუთს მოღუნავდა სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის საქართველოზე დასმულ პროვოკაციულ კითხვაში, რომელიც ფართო განსჯის თემა გახდა და რუბიოს პასუხის უამრავი გადმოქართულებული ვერსია ვიხილეთ. სხვებისგან განსხვავებით, არ ვაპირებ რუბიოსთვის, რომ იტყვიან, ნამუსის მოწმენდას. მისი განცხადებით, თუ აშშ-თვის მნიშვნელოვან რომელიმე ქვეყანაში ანტიამერიკული მთავრობაა, აშშ შესაბამის ქმედებებს განახორციელებს, რათა ამ მთავრობას ფასის გადახდა მოუწიოს. გამოდის რომ აშშ-სთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამ ქვეყნის ხალხის დემოკრატიულ არჩევანს. ესაა სწორედ ამერიკული Deep State მიდგომა NB. დააკვირდით, ჯო უილსონი იშველიებს ადგილობრივი ენჯეოს "რონდელის ფონდის" კვლევას, იმის დასადასტურებლად რომ საქართველო ჩინეთის ზეგავლენის ქვეშ არის. "რონდელის ფონდი" მთლიანად გარე დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციაა, სადაც თავშესაფარი ჰპოვეს ნაცმოძრაობის მაღალჩინოსნებმა", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
0
0
ქუთაისში მეზობელმა მეზობელი მოკლა
22/05/2025