
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტსა და Saudia Airlines-ის თვითმფრინავზე მიტანილი საჰაერო იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
ოფიციალური უწყებების მონაცემებით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ქვეყნის მოქალაქე დაშავდა.
კომპანია Saudia Airlines-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ საჰაერო იერიშებისას აეროპორტში მყოფი მათი ერთ-ერთი თვითმფრინავიც დაზიანდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბორტზე მგზავრები არ იმყოფებოდნენ. აეროპორტმა სამუშაო პროცესი აღადგინა, განახლდა საჰაერო მიმოსვლაც.
ჯერ არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია, ვინ არის თავდასხმაზე პასუხისმგებელი.
ცნობისთვის, იემენელი „ჰუსიტების“ მიერ ერ-რიადში მდებარე მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე რაკეტით იერიშის გამო რამდენიმე ავიაკომპანიამ ერ-რიადის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტა.
0
0