13/06/2023
17:04
პოლიტიკა
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, სოციალურ ქსელში ნატოს გენერალური მდივნის იენ სტოლტენბერგს იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, NATO-ს წევრობაზე არ განიხილება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უბედური ერთი წლის ფონზე, რაც უკრაინის მოსახლეობამ გამოიარა და დღესაც გადის, ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან ასეთ განცხადებას არ იმსახურებდა.
„ყველაზე უპასუხისმგებლო განცხადებაა, რაც კი შეიძლებოდა გაკეთებულიყო... ახლა უკრაინას ესაჭიროება მკაფიო, ხელშესახები გადაწყვეტილება, მინიმუმ უსაფრთხოების მყარი გარანტია და ამათმა: „ესაო...ისაო...თქვენი დიდი ხათრი გვაქვს, მაგრამ არაო...“ ომს მოიგებთ, მიგიღებთ და თუ არა ხომ ისედაც ვერ მიგიღებთო, ლოგიკის აბსურდი ნახეთ რა... ერთი უბედური წელი ელოდა უკრაინელი ხალხი და ამ პასუხს ნამდვილად არ იმსახურებდა“, - წერს ქადაგიძე.
ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ახლა არის უკრაინის გამარჯვება. “იმიტომ, რომ თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, წევრობაზე საერთოდ არ განიხილება, რადგან მხოლოდ სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი”, - დასძინა სტოლტენბერგმა.
0
0