13/06/2023
17:04
პოლიტიკა
“ვილნიუსის სამიტზე იქნება ძლიერი სიგნალი უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ. თუმცა, ნატო ჯერ არ არის მზად, დაასახელოს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ზუსტი თარიღები მიმდინარე ომის გამო”, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დაჟინებით მოითხოვს ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გრაფიკს.
„ამავდროულად, ვფიქრობ, ამ ეტაპზე შეუძლებელია ზუსტი თარიღების დასახელება“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ყველაზე გადაუდებელი ამოცანა ახლა არის უკრაინის გამარჯვება.
„იმიტომ, რომ თუ უკრაინა ვერ გაიმარჯვებს, წევრობაზე საერთოდ არ განიხილება, რადგან მხოლოდ სუვერენული, დამოუკიდებელი, დემოკრატიული უკრაინა შეიძლება გახდეს ნატო-ს წევრი“, - დასძინა სტოლტენბერგმა.
0
0