ყველას აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუ ეს გასცდება კანონის ფარგლებს, დესტრუქციისა და პროვოკაციის მცდელობა აღკვეთილი იქნება და ყველა სამაგალითოდ დაისჯება - პრემიერი
08/11/2021
14:43
პოლიტიკა
A-
+A
ჩვენ კარგად ვიცით, რომ პატიმარი სააკაშვილის გეგმები არის აბსოლუტურად რადიკალური და ანტისახელმწიფოებრივი და თითოეული მისი გეგმა და მოწოდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების წინააღმდეგ არის მიმართული, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა თუ ეს კანონის ფარგლებს გასცდა, პროვოკაციის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება.
„ჩვენს სამსახურებს აქვთ დეტალური ინფორმაცია ამის თაობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობა და ჩვენი სახელმწიფო ამ არჩევნებით კიდევ უფრო გაძლიერდა. ჩვენ არცერთ დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ რაიმე პროვოკაციის მოწყობის საშუალებას. ყველა ადამიანს და ყველა ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, რა თქმა უნდა აქვთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება მშვიდობიანი ფორმით. თუ ეს გასცდება კანონის ფარგლებს, სახელმწიფო იქნება უკომპრომისო და ჩვენ არცერთი ნაბიჯით არ დავიხევთ უკან და ყველა ასეთი ქმედება და მცდელობა დესტრუქციისა და პროვოკაციის აღკვეთილი იქნება და ყველა სამაგალითოდ დაისჯება“, - განაცხადა პრემიერმა.
0
0
346
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%