
მას შემდეგ, რაც სპეციალურმა საგამოძიებო უწყებამ ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის საქმე დახურულად გამოაცხადა, მშვილდაძე დავას საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელებას აპირებს.
მშვილდაძე აღნიშნავს, რომ აშკარა იყო არაერთი ხარვეზი და გაუგებრობა ოფიციალური უწყებების მხრიდან. საქმეში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებშიც დადგინდა, თუმცა მიუხედავად ამისა, გამოძიება სათანადოდ მაინც არ წარიმართა.
"მოკლედ ამ საქმეს მე და ჩემი ადვოკატი წავიღებთ საერთაშორისო სასამართლოშიც და იქ დავამტკიცებთ ყველაფერს და ასე ერთ წელიწადში გეტყვით სტრასბურგზეც, გაქოცდნენ ეგენიც საბოლოოდ თუ არა", - წერს მშვილდაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
0
0