
“ფორმულას” დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის ადვოკატის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მშვილდაძის საქმის გამოძიება უწყებამ შედეგის დადგომის გარეშე დაასრულა. ადვოკატის თქმით, საქმე ისე დაიხურა, რომ დაზარალებულისთვის არ უჩვენებიათ საქმისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი კადრები.
მარიკაშვილის თქმით, გამოძიებამ არ გამოიყენა ის მტკიცებულებები, რომლებიც მედიამ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად მოიპოვა. მისივე ინფორმაციით, დავა, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგრძელონ.
თავად მშვილდაძის აცხადებს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მტკიცებულებებს შერჩევითად მოიპოვებდნენ, რის გამოც გამოძიება სათანადოდ არ წარიმართა.
"გამოძიებასთან მოთანამშრომლე სხვა სახელმწიფო სტრუტურები ძალიან შერჩევითად ცდილობდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში მტკიცებულებების მოპოვებას - ანუ უნდა მოეპოვებინათ ყველაფერი, იმის გარდა, რაც მნიშვნელოვანი იყო. სულ ჩანდა, რომ რაღაცას იპოვებდნენ, მაგრამ არც ერთ კამერაზე არ ჩანდა დრო ან ის მომენტი, ან მანქანის ნომერი. ის, რომ ამ საქმეში სუს-ი მონაწილეობდა იმდენად ნათელი იყო, კადრში ჩანდნენ, როგორ დადიოდნენ. ტყუილს იძახიან ახლა მთელი სტრუქტურები. სამწუხაროდ მოხდა ის, რაც მარტივად პროგნოზირება იყო ავტოკრატიულ მმართველობაში" - თქვა დაზარალებულმა.
შეგახსენებთ, რომ მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ 27 ივნისს.
0
0