06/09/2023
15:11
პოლიტიკა
ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად აცხადებს, რომ ჩინეთი დაინტერესებულია „შუა დერეფნის“ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტებით. ამ პროექტების რიგში შედის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც.
„ზოგადად, ჩვენ, ჩინური კომპანიები, ჩინური საწარმოები, დაინტერესებულნი იქნებიან „სარტყლისა და გზის“ მთელს გაყოლებაზე, „შუა დერეფანში“, ინფრასტრუქტურული პროექტები“, - განაცხადა ელჩა ციენმა 6 სექტემბერს თბილისში ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ასე რომ, თუკი კარგი პირობები გვექნა, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ჩინური კომპანიები ჩაერთონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა თუ სხვა პროექტებში“, - განაცხადა ჩინეთის ელჩმა ჩინეთის საელჩოსა და ანალიტიკური ცენტრების, GSAC-ისა და „ჯეოქეისის“ ორგანიზებული კონფერენციის შემდეგ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და მსოფლიო ბანკი საქართველოს აფრთხილებენ, რომ ღრმაწყლოვანი პორტის გარეშე, რომელიც საქართველოში უფრო დიდ გემებსა და მოცულობით ტვირთებს მიიღებს, ვერც ქვეყანა და ვერც შუა დერეფანი ვერ გაუწევენ კონკურენციას სხვა გლობალურ სავაჭრო გზებს.
შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოს პორტის აშენებისკენ მოუწოდებდა. 2019 წლის ივნისში, საქართველოში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „საქართველოს ვითომ-მეგობრები“ უწოდა რუსეთსა და ჩინეთს და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი დაიცავდა საქართველოს ამ ორი ქვეყნის „მტაცებლური ეკონომიკური გავლენებისგან“.
0
0