17/07/2023
21:41
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყირიმის ხიდზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ხიდის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად "კონკრეტული წინადადებები" განიხილა და თქვა, რომ ყირიმის ხიდზე დარტყმის პასუხი აუცილებლად იქნება.
"იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყირიმის ხიდზე მეორე ტერაქტია, ველოდები კონკრეტულ წინადადებებს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ობიექტის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად", მიმართა პუტინმა თავდაცვის უწყებას.
ამავდროულად, რუსეთის ვიცეპრემიერმა მარატ ხუსნულინმა პუტინს ყირიმის ხიდის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა:
"ხიდის ნაწილის სარკინიგზო ნაწილის ერთ ლიანდაგს მცირე დაზიანება აქვს, ხიდის საყრდენები არ არის დაზიანებული. საავტომობილო ნაწილზე მოძრაობა ამ დროისთვის შეჩერებულია, გაიხსნა საბორნე გადასასვლელი მანქანების გადასაყვანად. ხიდის სარკინიგზო ნაწილი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს", განაცხადა ვიცეპრემიერმა.
გარდა ამისა, მისივე თქმით ყირიმის ხიდის ერთ მხარეს ორმხრივი მოძრაობის ამოქმედება 15 სექტემბერს იგეგმება, მეორე მხარეს - ნოემბერში.
0
0