31/08/2023
20:08
პოლიტიკა
1-ელ სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში შარლ მიშელს შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"1 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტი, ქალაქ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდება", - წერს ადმინისტრაცია.
მანამდე კი, დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილისა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის შეხვედრა გერმანიაში გაიმართა.
შეგახსენებთ, ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად პრეზიდენტნა უცხოელ კოლეგებთან შეხვედრები დაიწყო. თუმცა, მას საქართველოს მთავრობამ ამის ნებართვა არ მისცა. მთავრობის ინფორმაციით, ზურაბიშვილს წერილობით უარი 10 ქვეყანაში ვიზიტზე ეთქვა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს „ქართულ ოცნებაში“ გაკეთდა კომენტარი.
მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, რაზეც საჭიროა რეაგირება.
0
0