14/11/2021
18:47
პოლიტიკა
„გაათმაგებულია ქალაქში სასწრაფოების გამოძახების რაოდენობა და სატრანსპორტო კოლაფსი უნდა გავაკეთოთო? თქვენ ბელადს რომ აქეზებთ ზოგიერთები, არ ჭამოო, მაგის სიკვდილს რეალურად მარტო მანდ რომ ნატრობთ ვიღაც-ვიღაცები, ეგ არ გყოფნით და ხალხი გინდათ დახოცოთ?!
სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, ასე რამ გაგაბოროტათ, რა დისკომფორტი, ხომ არ გაგიჟდით ყველა მანდ, ერთი ჭკუის დამრიგებელი ნორმალური აღარავინ დაგრჩათ??!! ხალხს ბოლომდე ნუ გააგიჟებთ დამიჯერეთ მე თქვენ!!...ყველაფერი სხვა ფეხებზე რომ დავიკიდოთ, ერთი სასწრაფოს შეფერხებისთვის მოგთხოვთ პასუხს, ერთის!! და ხალხს თავი დაანებეთ თქვე ყველაფერზე წამსვლელო ნაძირლებო, ისედაც ათობით ადამიანი გვიკვდება დღეში და ხელოვნურად რომ დაამატებთ კიდევ, გაპატიებთ ვინმე თუ რა გგონიათ?“, - წერს დიმიტრი სამხარაძე.
0
0