-share.jpg)
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, აგენტებთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" მიერ დარეგისტრირებული ორივე კანონპროექტი რუსულია და ორივე მათგანი საფრთხეს უქმნის საქართველოს დასავლურ ინტეგრაციას.
ამის შესახებ დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. რუსული კანონპროექტის მეორე ვარიანტი ბიუროზე დღეს, 27 თებერვალს დარეგისტრირდება.
"ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, ხალხის ძალის მიერ დარეგისტრირებული ორივე ვარიანტი რუსული ვარიანტია. ეს არის რუსული კანონპროექტის ის ძალიან სერიოზული შინაარსის ფურცელი, რომელიც პირდაპირ დესტრუქციას უწყობს ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციას და გარდა ამისა, ყველანაირ სივრცეს სპობს არასამთავრობო სექტორისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს და თქვენ იცით, რომ უამრავი ადამიანია ჩართული ამ პროექტებში, საერთაშორისო ფონდების მიერ დაფინანსებულ ფონდებში - ძალადობის მსხვერპლი ქალები, შშმ პირები, სკოლის განათლების პროგრამები, ინკლუზიური პროგრამები, ყველა ამ მიმართულებით იქნება ძალიან სერიოზული უკუსვლა, რა თქმა უნდა, ეს კანონპროექტი პირდაპირ საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგოა", - თქვა ხატია დეკანოიძემ.
0
0