08/09/2023
11:57
პოლიტიკა
გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან. საქართველოს პარლამენტის მხრიდან წარმოდგენილი იყო ყველა პოლიტიკური ჯგუფი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო ერთის მხრივ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, საქართველომ რეკომენდაციები შეასრულოს და მეორეს მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო იმაზე, რომ, მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება დაფუძნებული იყოს დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი. ასევე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე. მთავარი საკითხი იყო კანდიდატის სტატუსი. ამავე დროს ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლებისა, მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის, საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და ზოგიერთი ევროპარლამენტარისა და პოლიტიკოსისგან, ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ასეთი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია ევროკავშირისთვის. ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა - ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტში შეხვედრას მართავს. ჟოზეფ ბორელს პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ხვდებიან.
0
0