
რუსეთის ქალაქ ორენბურგს დატბორვა ემუქრება. უჩვეულო სეზონური წყალდიდობა ურალის მთებიდან წამოსულმა დამდნარმა თოვლმა გამოიწვია. მთელ ტერიტორიაზე მოსახლოება ევაკუირებულია. წინასწარი ინფორმაციით, ორენბურგში, სადაც 500,000 ადამიანი ცხოვრობს, დაახლოებით 300 კმ დინების ქვემოთ, ადიდებულ მდინარეში წყალი რეკორდულ დონეს მიაღწევს.
წყალდიდობამ ურალის, დასავლეთ ციმბირისა და ვოლგის აუზის ნაწილები დააზარალა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, 10 000-ზე მეტი სახლი წყლის ქვეშ მოყვა. „მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება, თოვლის აქტიური დნობა და მდინარეების ადიდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ქალაქ ორსკში მდინარე ურალი (სიდიდით მესამე ევროპაში) 6-7 აპრილს ადიდდა. ასევე კურგანისა და ტიუმენის რეგიონებში, ურალის მთების აღმოსავლეთით, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მოსახლეობას შენობების დატოვებისკენ მოუწოდეს.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით კომისიის შექმნა დაავალა.
როგორც BBC-ი წერს, რუსეთში განსხვავებული აზრის გამოთქმის იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა. ორსკის მოსახლეობამ პუტინი არასათანადო რეაგირების გამო გააკრიტიკა. მოსახლეობა სოციალურ ქსელებში წერს - "სირცხვილია!", "პუტინო, დაგვეხმარე!".
0
0