
26 ოქტომბერს იქნება არის ნამდვილად რეფერენდუმი და არის არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა
მისი თქმით, ივანიშვილის დამარცხება გიორგი გახარიას გუნდის გარეშე შეუძლებელია
,,მინდა გითხრათ, რომ არჩევნები, რომელიც 26 ოქტომბერს იქნება არის ნამდვილად რეფერენდუმი და არის არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ მომავალს შორის. მინდა გითხრათ ორი მიზეზი, რის გამოც ვარ ამ გუნდში.
ერთი არის ის, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია ივანიშვილის დამარცხება და საქართველოს გამარჯვება გიორგი გახარიას გუნდის აქტიური მონაწილეობის გარეშე და მეორე, ეს არის ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვქონდა პარლამენტში ერთობლივი მუშაობის დროს, საპარლამენტო გუნდთან ერთად - კეთილსინდისიერება, ზომიერება და თანმიმდევრულობა. შესაბამისად, დღეიდან უკვე გავაგრძელებ ბრძოლას და თქვენთან ერთად ჩვენ შევძლებთ, რომ ამ ქვეყნის რეალურ მშვიდობას, სუვერენიტეტს, ევროპულ მომავალსა და კეთილდღეობას მივაღწიოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ გამარჯვებას" - განაცხადა თეონა აქუბარდიამ
საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა.
0
0