19/01/2025
12:37
სპორტი
მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა - ამის შესახებ უმარ ნურმაგომედოვმა მას შემდეგ განაცხადა, რაც UFC311-ზე, სატიტულო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილთან დამარცხდა.
"წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. პირველი სამი რაუნდი მე მოვიგე. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი ვიტკინე და სათანადო დარტყმების განხორციელებას ვეღარ ვახერხებდი, მიუხედავად ამისა, არ ვბრაზობ. მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა", - განაცხადა უმარ ნურმაგომედოვმა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
ასევე ნახეთ:
რა თანხა გამოიმუშავა დვალიშვილმა
VIDEO: მერაბ დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება - ნახეთ ორთაბრძოლის სრული ვიდეო!
[ფოტო] ქამარი The Machine-ს ეკუთვნის - UFC-ის ოფიციალური გვერდი დვალიშვილის გამარჯვებაზე
0
0