
დღეს გამთენიისას UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ქართველმა ამ გამარჯვებით 500 000 დოლარი გამოიმუშავა, დამატებით 50 000-ს კი ბონუსის სახით ივენთის საუკეთესო ბრძოლისთვის მიიღებს.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი "მანქანა" ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა
მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
ასევე ნახეთ:
VIDEO: მერაბ დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება - ნახეთ ორთაბრძოლის სრული ვიდეო!
[ფოტო] ქამარი The Machine-ს ეკუთვნის - UFC-ის ოფიციალური გვერდი დვალიშვილის გამარჯვებაზე
0
0