19/01/2025
11:17
სპორტი
მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. საკუთარი თავით ვამაყობ, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაცვის შემდეგ. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ,მანქანა ვარ, მაგრამ როცა ამ ჩხუბს 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი, ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, მაგრამ ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი. მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგ იყო, ყველას საკადრისი პასუხი გავეცი. საკუთარი თავით ვამაყობ. შემიძლია, დღეს კარიერა დავასრულო და ბედნიერი ვიყო.
მიყვარხარ, საქართველო!“, - განაცხადა დვალიშვილმა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა. ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა. მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ტიტული 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა.მერაბ დვალიშვილის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია, მერაბ დვალიშვილისთვის ეს ზედიზედ მე-12 მოგება იყო. ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.
ასევე ნახეთ:
VIDEO: მერაბ დვალიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება - ნახეთ ორთაბრძოლის სრული ვიდეო!
[ფოტო] ქამარი The Machine-ს ეკუთვნის - UFC-ის ოფიციალური გვერდი დვალიშვილის გამარჯვებაზე
0
0