
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებებს სერიოზულობა აკლია.
ვოლსკი ალასანიას მოუწოდებს, სააკაშვილს ურჩიოს, მკურნალობას დაექვემდებაროს და თვითდაზიანებას თავი დაანებოს.
ვოლსკის აზრით, მიხეილ სააკაშვილის და მისი თანამოაზრეების გეგმაა ქვეყანაში ისეთი პროცესების განვითარება, რაც დესტაბილიზაციას შეუწყობს ხელს, ხოლო თავად სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა წამყვანი ფაქტორია, რითაც ეს გეგმა უნდა შესრულდეს.
“მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრების, თანაპარტიელებისა და თანამოაზრეების მობილიზაცია ერთი იდეის გარშემო ხდება - როგორმე სააკაშვილი იყოს ცუდად და მისი ცუდად ყოფნა გამოიყენონ იმისთვის, რომ საზოგადოება დაირაზმოს და აქციები ჩაატარონ. აქციებს აუცილებლად რევოლუციური პროცესების განვითარება და ხელისუფლების შეცვლა უნდა მოჰყვეს. ხოლო იმ პიარ კამპანიას, რასაც უკრაინა აწარმოებს, მაკფოლის განცხადება და კონკრეტული ქმედებები დაემატა. ეს მთლიანად ერთი სცენარია. რაც შეეხება მუქარას, რაც ჩვენ გავიგონეთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ დღეს ხელთ არა აქვთ მექანიზმები იმისა, რომ მუქარა აასრულონ. გამომდინარე აქედან, მხოლოდ განცხადებების იმედად რჩებიან. 2024 წელს არჩევნები ჩატარდება და საზოგადოება გამოხატავს საკუთარ პოზიციას თუ რამდენად მართალია გიული ალასანია თუ ნებისმიერი სხვა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
0
0