
„არცერთ პარტიას ჩვენს გარდა არ შეიძლება დღეს უკვე ენდოთ“, - ამის შესახებ „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მან მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.
„ყველა პარტიაშია ღირსეული ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ჩააბარო დარგები სამართავად და ბრწყინვალედ მიხედავენ პროფესიონალები, მაგრამ არცერთ პარტიას ჩვენს გარდა არ შეიძლება დღეს უკვე ენდოთ. აღარ შეიძლება მეგობრებო მეტი ექსპერიმენტები, დაიცალა ქვეყანა, დაგვიდნა, დაგვეშალა. ექსპერიმენტების დრო აღარ არის, ვირაზმებით, აძლევთ ხმას „ლეიბორისტულ პარტიას“, ქვეყანაში მყარდება დემოკრატიული სოციალიზმი, ინსტიტუტები მყარდება, ეს წესები შემოდის და სოციალური სამართლიანობა დაკანონდება“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
0
0
გორში 50 წლამდე ასაკის ქალი მოკლეს
08/07/2025