
იდეა გაქვთ, ვიდრე „კედლისთვის თავის რახუნია“, თქვითო – იქიდან გვწერს მსოფლიო ბანი. გვაქვს, ყველამ საკუთარი პარტია გააძლიერეთ, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, ყველამ საკუთარი პარტია უნდა გააძლიეროს.
„იდეა გაქვთ, ვიდრე „კედლისთვის თავის რახუნია“, თქვითო – იქიდან გვწერს მსოფლიო ბანი. გვაქვს! ყველამ საკუთარი პარტია გააძლიერეთ!
ამისთვის: 1. გაიგეთ რა პრობლემები აწუხებს ხალხს, როგორც ეროვნულად, ისე ადგილობრივად – რეგიონების მიხედვით! და ილაპარაკეთ ამ პრობლემებზე საკუთარი ილუზიების ნაცვლად; 2. დასხედით სხვა პარტიებთან დებატებზე, რომ ხალხმა უკეთ გაიგოს თქვენი ხედვა – როგორ აგვარებთ მათ პრობლემებს და როგორ აპირებთ ქვეყნის მართვას, უძლებს თუ არა თქვენი ხედვა ოპონენტების კრიტიკას; 3. კამპანია ატარეთ არჩევნებიდან არჩევნებამდე და არა არჩევნების წინა სამი თვე – ატარეთ რეალური მხარდამჭერებით და არა ნაქირავები ჟულიკებით.
ეს სამი რჩევა გეყოფათ დასაწყისისთვის. მარა მთავარი არის ერთი – ყველა საკუთარ პარტიაში დაეტიეთ, ჩვენთან თუ რამე საქმე გაქვთ – დებატებში დაგვიჯექით, იქ გაგაძრობთ სახეებს“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „საქართველოს მოქალაქეებმა 4 ოქტომბერს ჩავატარეთ „ოცნების“ „გადარჩევნები“, ჩვენ ისინი გადავირჩიეთ, ხოლო არჩევნების ჩატარება პოლიტიკოსებმა უნდა უზრუნველყონ“.
0
0