ვინ ხარ, რომ ემუქრები?პოლიტიკოსები სასამართლოს ფუნქციას თავის თავზე არ უნდა იღებდნენ და შენ უკვე გამოუტანე განაჩენი ათასობით ადამიანს?, - ასე აფასებს „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი პოლიციელების სამსახურებიდან გაყრის შესახებ გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
მისივე თქმით, გუბაზ სანიკიძის განცხადება იმდენად არასერიოზულია, იმდენად დამაზიანებელია და ახსნადი არ არის, რომ თავადაც გაოგნებულია.
„ვინ ხარ, რომ ემუქრები? საიდან დაადგინე ბრალეულობა? ზოგადად, შენ თვითონ ამბობ, რომ სასამართლო რეფორმა გჭირდება და პოლიტიკოსები სასამართლოს ფუნქციას თავის თავზე არ უნდა იღებდნენ და შენ უკვე გამოუტანე განაჩენი ათასობით ადამიანს? ტელევიზიით? ეს იმდენად არასერიოზულია, იმდენად დამაზიანებელია და ახსნადი არ არის, რომ მე თვითონ გაოგნებული ვარ ასეთი განცხადებით“, - აღნიშნა მან.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ „პოლიციელების, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დასჯის შემდეგი ხელისუფლება
0
0