21/10/2021
09:58
პოლიტიკა
თანამდებობების დიდი ნაწილი გადანაწილებული იყო “ნაციონალური მოძრაობისა” და “ლელოს” წევრებზე. განსაკუთრებით საინტერესო გახლდათ დასახელებული პერსონებისგან ნიკა მელიას “დანიშნული” “თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელი” ბესო გაზდელიანი, რომელსაც მედია საკმაოდ კარგად იცნობს თავისი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე.
ვიდეო მტკიცებულება, სადაც ნათლად ჩანს, მოსახლეობისგან მიღებული საყვედურის გამო როგორ გადადის ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ბესო გაზდელიანი, სახალხო დამცველის მწვავე კრიტიკის საგანი გახდა.
“ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბესო გაზდელიანი სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, იყო სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეც, რომლის სახელსაც უკავშირდება არაერთი ხმაურიანი განცხადება მაშინდელი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის და მაშინდელი ახალგაზრდა იურისტების თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის მხრიდან.
ჯერ კიდევ მაშინდელი საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში მიიჩნევდა, რომ თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილის მიერ ”ჩადენილი სამართალდარღვევით” ”შესაბამისი ორგანოები” უნდა დაინტერესებულიყვნენ. საუბარი იყო 2012 წლის 14 მაისს მომხდარ ხმაურიან დაპირისპირებაზე, რომლის დროსაც ბესო გაზდელიანმა ფიზიკური ძალა გამოიყენა.
2012 წლის 16 მაისს გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში სახალხო დამცველი შეახსენებს თითოეულ საჯარო მოხელეს, რომ მას, ”რიგითი მოქალაქეებისაგან” განსხვავებით, საჯარო კრიტიკის მიმართ ”თმენის ვალდებულება გააჩნია”, რაც ”კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს იმ დროს, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.”
”საჯარო მოხელე მაქსიმალურად უნდა შეეცადოს თავი შეიკავოს შეუფერებელი ქცევისგან, მით უფრო მიუღებელია ცალკეული მოქალაქეების ფიზიკური შეურაცხყოფა ან კონფლიქტის პროვოცირება, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი”, – წერდა სახალხო დამცველი.
მედიის მიერ გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, ჩანს, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებისთვის ის მეტ დაფასებას მოელოდა:
”მე ვარ გამგებლის მოადგილე ბესო გაზდელიანი… დილიდან საღამომდე აქა ვარ და რა საყვედურებით გვაძღობთ, არ ვიცი, რა… რა გნებავთ, ვერ ვხვდები, რა…”
გავრცელებული ვიდეომასალის მიხედვით, ბესო გაზდელიანისა და ერთ-ერთი მოქალაქის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც გამგებლის მოადგილე ჩხუბს ”გამშველებლების გარეშე” ითხოვდა.
”თავისუფალი დემოკრატების” – წარმომადგენელთა ჩვენებების მიხედვით, გამგებლის მოადგილე მოსახლეობის მხრიდან გამოთქმულ საყვედურებს არაადეკვატურად შეხვდა, წყობიდან გამოვიდა და ადამიანების ცემა დაიწყო.
თუმცა, როგორც თავად ბესო გაზდელიანმა აღნიშნა ტელეკომპანია ”მაესტროსთან“ საუბრისას, მას შეურაცხყოფა მიაყენეს და ამდენ ლანძღვასა და გინებას, განსაკუთრებით კი – ”ნაციონალური მოძრაობის” – მისამართით, ის, როგორც ქართველი კაცი და სვანი კაცი ვერ აიტანდა.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციმა“ 2012 წლის 15 მაისს საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ტელეკომპანიების ეთერით გავრცელებული ვიდეომასალიდან მოქალაქეთა მიერ გამგებლის მოადგილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი არ დასტურდება”.თამარ ჩუგოშვილი გამგებლის მოადგილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვდა.
”ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში საკმაოდ ნათლად არის გამოხატული კანონდარღვევა და ეს არის, როგორც მინიმუმ, დისციპლინური გადაცდომა. ხოლო შეიძლება, რომ გარკვეულ შემთხვევებში, თუკი საქმის შესწავლა მოხდება სათანადოდ, შესაძლებელია, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც გამოიკვეთოს. სხვათა შორის, ცემის ფაქტზე ხშირად ხდება ადამიანის მიცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. და ამ შემთხვევაში რატომ არ უნდა დაინტერესდეს გამოძიება, ესეც საკითხავია.”
ამ ამბების შემდეგ, მაშინდელმა მერიამ, უბრალოდ ფაქტი დაგმო…
“თბილისის მერია გაუმართლებლად მიიჩნევს მის რეაქციას პირად შეურაცხყოფაზე და მკაცრად აფრთხილებს მერიის თითოეულ თანამშრომელს, მაქსიმალურად თავი აარიდონ მსგავს ვითარებებს და ასეთი შეურაცხყოფის პირობებშიც კი გამოიჩინონ თავშეკავება. ამასთან ერთად, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს და მათ აქტივისტებს, თავი შეიკავონ პერსონალური შეურაცხყოფისაგან. პოლიტიკურ პარტიებს, ისე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, ბუნებრივია, აქვთ უფლება გააკრიტიკონ მერიის საქმიანობა, დაუსვან კითხვები ნებისმიერ თემაზე, მაგრამ მათ თავი უნდა შეიკავონ პირისპირ შეურაცხყოფისა და ფიზიკური დაპირისპირების პროვოცირებისგან”, – ეწერა თბილისის მერიის განცხადებაში.
სახალხო დამცველის 2012 წლის 16 მაისის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველი პროცესში სამართალდამცველი ორგანოების ჩართვის საჭიროებასაც ხედავდა. გიორგი ტუღუშის განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის მიხედვით, გამოძიების დაწყებისთვის საფუძველს იძლეოდა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციაც.
ცხადია, მაშინ ბესო გაზდელიანს პასუხი არავინ არაფერზე მოსთხოვა… დღეს კი მის კანდიდატურას ნიკა მელია წარმოგვიდგენს “თბილსერვისის” სამსახურის უფროსად…
0
0