
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც Black Sea Arena-ზე გამართული The Killers-ის კონცერტის დასრულების შემდეგ არის გადაღებული.
ვიდეოში ჩანს ახალგაზრდების პროტესტი, სოლისტის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით.
როგორც ცნობილია, “ბლეკ სი არენაზე” გამართულ კოცერტზე, The Killers-ის სოლისტმა სცენაზე აიყვანა დრამერი, რომელიც რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
აუდიტორიის ნაწილის უკმაყოფილების მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად კომპოზიცია შეასრულა. აუდიტორიიდან ისმოდა შეძახილები, "რუსეთი ოკუპანტია".
თავად მუსიკოსმა კი თქვა, რომ მუსიკა აკავშირებს ადამიანებს და ამ აუდიტორიაში მყოფები ერთმანეთის "დები და ძმები" არიან, ადამიანის ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და ქვეყნებს შორის საზღვრები არ უნდა არსებობდეს.
მსმენელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა - ჯგუფი აუდიტორიას სტვენისა და უკმაყოფილო შეძახილების ფონზე დაემშვიდობა.
კონცერტის დასრულებიდან მალევე, The Killers-მა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ბოდიში მოიხადა Black Sea Arena-ს გუნდმაც.
0
0