15/08/2023
23:36
კულტურა
სკანდალი ბლექ სი არენაზე – The Killers-ის კონცერტზე სოლისტმა დრამერად რუსი მოქალაქე აიყვანა, რასაც მსმენელების პროტესტი მოყვა და დარბაზი დატოვეს.
,,თურმე Black Sea Arena-ზე ახლა Killers-ის კონცერტია. ბენდის მთავარმა სოლისტმა რუსი მსმენელი აიყვანა სცენაზე დრამერად, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა. პასუხი კი ასეთი იყო: რუსები და ქართველები ძმები ხართ და ვერ ვხვდები, რა გაბრაზებთო.
ამის შემდეგ ახალგაზრდების ნაწილმა დატოვა კონცერტი და გარეთაა გამოსული.ვინც შიგნით ხართ დარჩენილები, მიბაძეთ მათ, ვინც გარეთ არიან და აპროტესტებენ.
შეინარჩუნეთ სახე და ღირსება” – წერს ჟურნალისტი ბექა ყორშია.
"The killers-ის კონცერტზე სოლისტმა რუსეთ-საქართველოს ძმობაზე "დაგვმოძღვრა"… 1% გამოვედით დარბაზიდან", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში კი ნატალი დანელია წერს.
0
0