
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში შემოსავლების უთანასწორობა ისტორიულად დაბალ დონემდე შემცირდა, თუმცა მოსახლეობის ყველაზე მდიდარი 0.1% ქვეყნის ქონების 10%-ზე მეტს ფლობს.
მისივე თქმით, ამ ჯგუფის ქონება 2010 წლიდან მუდმივად იზრდება.
„ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, დაწესდეს გადასახადი 100 მილიონ ევროზე მეტი ქონების მფლობელებისთვის. მიღებული სახსრებით დაფინანსდეს, მაგალითად, ბავშვების აღზრდის მხარდაჭერის პროგრამები, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა და საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება. ეს მილიონები ადამიანების უფლებების უზრუნველყოფასაც უნდა მოხმარდეს“, – განაცხადა სანჩესმა.
ცნობისთვის, ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ნოემბერს გაიმართება. პედრო სანჩესმა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება საბინაო კრიზისის გამო გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. საბინაო კრიზისის გასაპროტესტებლად ესპანეთის ქალაქების ქუჩებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
0
0