18/11/2024
12:23
ტაბლოიდი
წუხანდელი ღამე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა, აქციის მონაწილეებთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.
ადგილზე 20-ზე მეტი კარავია გაშლილი, რის გამოც გადაადგილება ამ დრომდე შეფერხებულია რამდენიმე მიმართულებით: მელიქიშვილის გამზირი, ვარაზისხევი, კეკელიძის ქუჩა და ჭავჭავაძის გამზირი.
ამ დროისთვის გადაკეტილი რჩება ჭავჭავაძის გამზირის გარკვეული მონაკვეთი, კერძოდ, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ არსებული გზაჯვარედინი. ოპოზიციონერმა ლიდერებმა 24-საათიანი აქცია დააანონსეს და განაცხადეს, რომ ადგილზე 18 ნოემბრის 20:00 საათამდე დარჩებიან.
საზოგადოების ნაწილი უკმაყოფილოა გადაკეტილი გზებით და დილიდან ქალაქში არსებული საცობების გამო სოციალურ ქსელში სტატუსებს აქვეყნებენ. მათ შორის არის ნინი ბადურაშვილის და ქეთო თოფურიძეც.
"ვერ გადავადგილდებით ქალაქში, ასე უნდა გაგრძელდეს? თუ ალაგდებიან და წავლენ სახლებში ნეტა?“ - წერს ნინი ბადურაშვილის და, რომელიც "ჰაივ ტექ ჰაბის" ბიზნესის განვითარების დირექტორია.
0
0
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა
21/11/2024