17/03/2023
23:26
პოლიტიკა
ჰააგის სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ „მსოფლიომ პუტინი დამნაშავედ ოფიციალურად გამოაცხადა, ის კრემლიდან ვეღარ გავა და მოსკოვშია გამოკეტილი“.
"პუტინი ვეღარ გავა კრემლიდან და ის გამოკეტილია მოსკოვში. ეს არის სიგნალი პუტინისტური რეჟიმებისთვის, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ კიდევ უფრო ახლოვდება და რეალური ხდება სანქცირება, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის. მინდა გავაფრთხილო „რუსული ოცნების“ წარმომადგენლები საქართველოში, თქვენი პოლიტიკური დღეები დათვლილია და საქართველოს ისტორიის და მსოფლიო ისტორიის წინაშე თქვენ იქნებით თავმოჭრილები, შერცხვენილები როგორც მთავარი პუტინისტები და კრემლის გაგრძელება საქართველოში. კონკრეტული გადაწყვეტილება უკვე არსებობს და დამნაშავეს, მსოფლიოს ტერორისტს ფეხქვეშ რამდენიც არ უნდა გაეგოთ იცოდეთ, რომ ის დამარცხებულია, ის, როგორც პოლიტიკოსი აღარ არსებობს და დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსთვის ის არსებობს როგორც ტერორისტი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
0
0