ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი არასდროს განუხილავს
A-
+A

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობის საკითხი არასდროს განუხილავს. ამის შესახებ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნული გზის მშენებლობის საკითხი ქართული მხარის დღის წესრიგში არასდროს მდგარა.
„საქართველო არასდროს განიხილავდა და არ განიხილავს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. გზის მშენებლობის საკითხი არასდროს მდგარა ქართული მხარის დღის წესრიგში, შესაბამისად, ნებისმიერი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მცდარია. ჩვენი მხრიდან ეს საკითხი არასდროს დაყენებულა. ჯერ რაც გაგვყავს „პერევალზე“ და სხვა მიმართულებით, ის გავაკეთოთ. საუბარიც არ ყოფილა არასდროს, რომ ჩეჩნეთიდან მომავალ გზაზე ჩვენ აქედან რაღაც უნდა გაგვეკეთებინა. არ მახსოვს და არ გამიგია“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
0
0
372
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%