
ვატიკანი თბილისს სთხოვს, დაუბრუნოს კათოლიკური ეკლესიები საქართველოს სამრევლოს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიმართვა ვატიკანის სახელმწიფო მდივნის პიეტრო პაროლინის სახელით დაიწერა.
ეს ექვსი ტაძარი, რომელიც მართლმადიდებლურ ეკლესიას უკავია, მდებარეობს ქალაქ გორში, ქუთაისში, ბათუმსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სამ სოფელში - უდეში, ივლიტასა და ბუზმარეთში. წერილში ნათქვამია, რომ თბილისმა საკითხისადმი მიდგომა იმით ახსნა, რომ მართლმადიდებელ მრევლს „საკულტო შენობები აკლდა" - იუწყება SOVA.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ასობით მართლმადიდებლური ეკლესია აშენდა მთელ ქვეყანაში (მათ შორის სახელმწიფოს დახმარებით), ეს პრობლემა აღარ არსებობს“, - წერენ ვატიკანში.
პაროლინი იხსენებს „კათოლიკური ეკლესიის მიერ საქართველოსთან მიმართებაში გამოვლენილ მთელ რიგ მეგობრულ ქმედებებს" - რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ეკლესიამ ქართული მართლმადიდებლური სამწყსოსთვის სალოცავი ადგილები გამოყო.
ვატიკანი ამბობს, რომ თბილისს შეუძლია „საპასუხო ზომებს" მიმართოს მაგალითად, ქუთაისში, სადაც "საქართველოში დიდი და ისტორიულად მნიშვნელოვანი რომაული კათოლიკური თემია".
საქართველოს საპატრიარქოს ამ კუთხით ჯერ განცხადება არ გაუკეთებია. ვატიკანის დოკუმენტი 2023 წლის იანვრით თარიღდება. ის მხოლოდ 4 ივლისს გამოქვეყნდა.
0
0