
გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 3 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), სხირტლაძის, მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, ბარათაშვილის, მიხეილ თამარაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, გეგეჭკორის, ოთარ ჩხეიძის და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, "ნატბეურების" დასახლების, გრიგოლ ფერაძის, ყურაშვილის, გოდერძი ჩოხელის, გელოვანის, ციციშვილის, ძიძიგურის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
0
0