22/06/2023
14:42
პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თბილისის მერი, კახა კალაძე „უსაქმური, კორუმპირებული და მკვლელია“. აღნიშნულის შესახებ ხაბეიშვილი “ფეიბუქზე“წერს, რითაც კახა კალაძის განცხადებას პასუხობს.
“უსაქმური, კორუმპირებული და მკვლელია ტიპი - თავის ჭკუით “ღადაობს” ... მოაგვარა ყველა პრობლემა, ჩემზე დარდობს და ნერვიულობს. აუცილებლად, ყველგან ვიქნები, სადაც ხალხს დასჭირდება, რომ იცოდნენ, დარწმუნდნენ, მომავალი ხელისუფლება მოემსახურება ხალხს და მყისიერი რეაგირება ექნება ყველა მათ პრობლემაზე!” - წერს ლევან ხაბეიშვილ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, თბილისის მერი კახა კალაძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ის ოპოზიციურ პარტიებს საერთო სტრატეგიას სთავაზობს, ჟურნალისტებთან ასე გამოეხმაურა: „ლევან ხაბეიშვილი დაბრუნდა შოტლანდიიდან? მე როგორც ვიცი, შოტლანდიაში იყო, იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა წვიმის გამო და არ ვიცი, დაბრუნებულია? დაბრუნდა? არ ვიცი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
0
0