ჰამბურგში ულტრამემარჯვენე ძალებისა და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა, რომელშიც, სხვადასხვა ცნობებით, 80 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრაციას, რომლის მონაწილეებიც მემარჯვენე ექსტრემიზმის აღზევებას და ნეონაცისტური ქსელების არსებობას აპროტესტებდნენ, ასევე შეუერთდა ჰამბურგის ბურგომისტრი.
ანალოგიური აქციები გაიმართა გერმანიის სხვა ქალაქებშიც, მათ შორის იენსა და კილში.
აქციების მიზეზი გახდა ინფორმაცია, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრები მემარჯვენე ექსტრემისტებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ. ამ შეხვედრაზე წარმოშობით უცხოელი გერმანიის მოქალაქეები ქვეყნიდან იძულების წესით გაძევების საკითხი განიხილებოდა. ამ ფონზე გერმანიაში უკვე ერთ კვირაზე მეტია, გრძელდება აქციები ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის წინააღმდეგ. დემონსტრაციებს მიესალმა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც, რომელიც გასულ კვირას ერთ-ერთ ასეთ აქციას შეუერთდა კიდეც.
0
0