
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი და სამხედრო ქარხანა დაბომბა.
დრონებმა ღამით რუსეთის რამდენიმე რეგიონს შეუტიეს, რის შედეგადაც რამდენიმე სამრეწველო ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა.
ულიანოვსკში ღამით თავდასხმის სამიზნე გახდა სამეცნიერო საწარმო „ზავოდ ისკრა“.
კომპანია კონცერნ „ალმაზ-ანტეის“ ნაწილია და სპეციალიზებულია ელექტრონული აღჭურვილობის, საზომი ინსტრუმენტების, საკომუნიკაციო აღჭურვილობისა და სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებების კომპონენტების წარმოებაზე. კერძოდ, ქარხანა აწარმოებს Kh-59M2/M2A მართვადი რაკეტების კომპონენტებს. თავდასხმის სამიზნე გახდა პერმიც, სადაც ხანძარი გაჩნდა „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. ეს რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაა. ქარხანა ყოველწლიურად 13 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობს ამუშავებს და პროდუქციის ფართო ასორტიმენტს აწარმოებს, მათ შორის მაღალი ხარისხის ბენზინს, დიზელის საწვავს, საავიაციო ნავთს და საპოხი ზეთებს.
ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რეგიონში ერთ-ერთი მთავარი სამრეწველო ობიექტია და ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყანაში, რომელიც საწვავით ამარაგებს როგორც შიდა, ასევე საექსპორტო ბაზრებს.
0
0