
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, რესტორან „ხედში“ თიკა ბალანჩინის პირველი მინი-ალბომის “Closer“ პრეზენტაცია გაიმართება.
თიკა ბალანჩინი მსმენელის წინაშე ახალი მუსიკალური ნამუშევრით წარდგება. „Closer“ აფრო ჰაუსის ჟღერადობაზე დაფუძნებული მინიალბომია, რომელიც ოთხ კომპოზიციას აერთიანებს.
მინი-ალბომი თიკა ბალანჩინის შემოქმედებაში ახალი ეტაპის დასაწყისია , თანამედროვე ჟღერადობის, ენერგიული რიტმებისა და ემოციური მუსიკალური ხაზის ერთიანობა, რომელიც მსმენელს არტისტის განსხვავებულ მუსიკალურ სამყაროს გააცნობს.
ალბომის სახელწოდება „Closer“ („უფრო ახლოს“) სიმბოლურად გამოხატავს თიკას სურვილს, მუსიკის საშუალებით მსმენელთან კიდევ უფრო ახლო კავშირი შექმნას. ოთხი კომპოზიცია ერთიან მუსიკალურ ისტორიად იკვრება და ქმნის ატმოსფეროს, სადაც აფრო ჰაუსის რიტმი, მელოდიურობა და ემოცია ერთმანეთს ერწყმის.
„Closer“-ის შექმნა და გამოცემა მნიშვნელოვანი მხარდაჭერის შედეგად გახდა შესაძლებელი. მინი-ალბომის ჩაწერა და ვინილის გამოცემა განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით.
პროექტის პრეზენტაციის განხორციელებაში გაწეული მხარდაჭერისთვის თიკა ბალანჩინი განსაკუთრებულ მადლობას უხდის თბილისის მერიას. ეს პროექტი მუსიკის შექმნასთან ერთად ქართული მუსიკალური სცენის თანამედროვე ჟღერადობისა და ახალი შესაძლებლობების წარმოჩენას ემსახურება.
ღონისძიების დეტალები: 📅 27 სექტემბერი 🕖 19:00 საათი 🎵 თიკა ბალანჩინის მინი ალბომის პრეზენტაცია “Closer“ 🎶 ჟანრი: Afro House 💿 4 კომპოზიცია 📍 „ხედი“ ქეთევან დედოფლის 24
0
0